in

ხვიჩას გარეშეც შეგვიძლია მოგება: სპალეტი კვარაცხელიაზე კითხვამ გააღიზიანა

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მე-13 ტურში სტუმრად ერთ-ერთი კონკურენტი „ატალანტა“ დაამარცხა (2:1) და ლიდერობა გაიმყარა. როგორც იცით, არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც „ლივერპულთან“ შეხვედრაში დაშავდა და მომჯობინება ვერ მოასწრო.

ვიდეო: ნაპოლიმ კიდევ ერთი კონკურენტი დაამარცხა – ხვიჩას შემცვლელმა გაიტანა

მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ქართველ ფეხბურთელზეც კითხეს, რამაც იტალიელის გაღიზინება გამოიწვია. მისი თქმით, გუნდი ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და მოგება გუნდური საქმეა.

„ხვიჩას მკურნალობა კარგად მიდიოდა და გვეგონა „ატალანტასთან“ ითამაშებდა, მაგრამ ვარჯიშზე წელი ისევ ასტკივდა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება.
როგორ მოვიგეთ მის გარეშე? ეს კითხვა გასახდელში არავის მოსწონს. კვარას გარეშეც შესაძლებელია მოგება. თუ ვინმეზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ მე რას ვაკეთებ? ბიჭებმა იციან როგორ უნდა მოვიგოთ.
რა ვითარებაშიც მოვხვდებით, იმ გარემოში უნდა ვითამაშოთ და ის გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ესაა გუნდის ზრდის ნიშანი“, – თქვა სპალეტიმ.

„ნაპოლი“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულით პირველ ადგილზეა და „მილანს: 6 ქულით უსწრებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ნაპოლიმ კიდევ ერთი კონკურენტი დაამარცხა – ხვიჩას შემცვლელმა გაიტანა

ლოჩოშვილი კარგი იყო, ზურიკო შეცვალეს, ჭანტურიშვილის მონდომებამ ვერ უშველა – ლეგიონერები