in

ხვიჩას ახალგაზარდულში თამაში უნდა… მართალი გითხრათ, არ ველოდი: მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა GeoTeam-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ნაპოლის” ხელშეკრულების პირობების გაუმჯოებესება სურს, მაგრამ ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა.

ამავე დროს, მან ეროვნული ნაკრების იმ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა, რომლებიც, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებს ევრო 2023-ზე შეუერთდნენ.

ჯუღელმა ასევე გამოარჩია “საბურთალოს” მცველი ივა გელაშვილი და “სამგურალის” თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე (წყალტუბოელთა მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს) და განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოში გამტანი ფორვარდი გამოჩნდა…

ეს მხოლოდ ხვიჩას შეეძლო…

  • “ნაპოლიში” ხვიჩას პირველი წელი ძალიან კარგი იყო, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და თავისი სახელი უკვე დატოვა ამ კლუბის ისტორიაში. მე ვიცი, რომ მეორე სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, მას ყველაფერი შეუძლია, ამიტომ ხვიჩასგან მეტს ველოდები, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისი პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები ვიცი.

თავიდანვე ვიცოდით, რომ “ნაპოლი” შესანიშნავი გუნდი იყო და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა. მაგრამ, ალალად რომ ვთქვა, ასეთ სიურპრიზს (სეზონის მოთამაშედ აღიარებას) არ ველოდი. მადლობა მინდა გადავუხადო კვარაცხელიას და “ნაპოლის” ხელმძღვანელობას ნდობისთვის! რაც ხვიჩამ გააკეთა, ეს მხოლოდ მას შეეძლო.

ნაპოლი მზადაა…

  • “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს გრძელვადიანი შეთანხმება, არსებული კონტრაქტი გაუმჯობესდება. მაგრამ მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს იქნება. პირობების გაუმჯობესების სურვილი ორივე მხრიდან არსებობს.

სკუდეტოს მოგება? ვამაყობ მისით და მადლობა ღმერთს, რომ ის ჩემი ოჯახის წევრია. სკუდეტოზე ყველა ვოცნებობდით, მთელი საქართველო ბედნიერია და სასიამოვნოა ეს ზეიმი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს ხვიჩას და უხარია მისი წარმატება. შემიძლია გითხრათ, რომ ის ამით არ დაკმაყოფილდება, კიდევ უფრო გაძლიერდება.

ევრო 2023-ზე თამაში სამივეს სურს…

  • აზაროვი, კვარაცხელია და დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან. ამიტომ, მათი ახალგაზრდულში თამაში სწორედ ეროვნულ ნაკრებზეა დამოკიდებული. ბიჭები მზად არიან და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებენ. ჩემი აზრით, ამ ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვალთ, რადგან ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. თანაც ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკაც აქვთ…

კარგი მცველი

  • ძალიან კარგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, თუნდაც ივა გელაშვილი, რომელიც “საბურთალოში” თამაშობს, “საბურთალო” კი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. ის ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივა ამ ევროპის ჩემპიონატს მაღალ დონეზე ჩაატარებს და კარგ გუნდში მოხვდება.

ასეთი თავდამსხმელი ბოლო წლებში არ მახსენდება…

  • გელაშვილის გარდა, ძალიან კარგი ბიჭია მექვაბიშვილი… ყველას არ ჩამოვთვლი, რომ ვინმეს არ ეწყინოს. ძალიან დიდი სიურპრიზია “სამგურალის” თავდამსხმელის, ლადო ჩიხრაძის გამოჩენა. როგორც იქნა, ამ ბოლო წლებში საქართველოში გამოჩნდა ფეხბურთელი, ვინც გატანა იცის.

აშვეთიას წასვლის შემდეგ ჩვენ გოლის გამტანი ფორვარდი გვაკლდა. კარგი თავდამსხმელები გვყავდა, მაგრამ ასე გოლზე და კარზე დაგეშილი ფორვარდი არ მახსენდება. ბიჭი არაფრიდან მომენტს პოულობს. ძალიან მომწონს ეს ბიჭი…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონფერენს ლიგა წაუგებელ ვესტ ჰემს დარჩა, იტალია ისევ უთასოდ

ბელინგემი რეალშია: ის ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელია – 100 მილიონზე მეტი პატარა ბიჭში მეოთხე ამბავია