in

ხვიჩამ მომენტები გააფუჭა, მაგრამ შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა: ნაპოლიმ ნახევარი საქმე მოითავა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იტალიურმა გუნდმა პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ფრანკფურტის „აინტრახტს“ – 2:0.

ხვიჩამ საერთო ჯამში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენიანს გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა, ვერ შეაგდო, მაგრამ შესანიშნავი საგოლე პასი მაინც ჩაიწერა აქტივში.

მე-19 წუთზე კვარაცხელიამ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარე კევინ ტრაპმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

36-ე წუთზე ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, დასარტყმელად ხფვიჩა მივიდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

მე-40 წუთზე ლოსანოს პასით ოსიმენმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა.

ხვიჩას თავის გამოჩენა 56-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ტრაპს ისევ ვერ აჯობა.

58-ე წუთზე „აინტრახტი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. ანგისასთან უხეშობისთვის კოლო მუანი გააგდეს.

65-ე წუთზე საჯარიმოში შესულმა კვარაცხელიამ კარის წინ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით შესანიშნავი პასი გაუკეთა და კაპიტანმაც მეორე გოლი გაიტანა.

84-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს.

საპასუხო მატჩი ნეაპოლში 15 მარტს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: პირველი ვარჯიში ალმერეში – ყველანი ადგილზე არიან

საქმე კარგად გავაკეთეთ, ჩვენ ევროპაშიც მაგრები ვართ