„ბარსელონას“ მატჩები ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა ტელემაყურებლებში.
კონსლატინგური ორგანიზაცია Geca-ს ანალიტიკაზე დაყრდნობით Diario Sport წერს, რომ ყველაზე ნახვადი თამაშების ოცეულში „ბარსას“ 15 შეხვედრა მოხვდა.
კატალონიელებმა სეზონის ხუთ ყველაზე რეიტინგულ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ესენია: ორივე თამაში „რეალთან“, ორივე „სევილიასთან“, ასევე საშინაო შეხვედრა „ვალენსიასთან“.
აღნიშნავენ, რომ ყველა არხის მიხედვით საერთო მაჩვენებელი გაზრდილია.
GIPHY App Key not set. Please check settings