in ,

ჭიქა ნახევრად სავსეა: დაწინაურდნენ მილანელები, რას იზამს ნეაპოლი – XXXIII ტური

იტალიაში საჩემპიონო ბრძოლა აიწონა-დაიწონასავით კი მიდის, მაგრამ სკუდეტოზეს ფიქრს სამი ფავორიტიდან არცერთი არ ჩახსნილა, ხოლო თითქოს გამოკვეთილ მე-4 ადგილს ისევ კითხვის ნიშანი წამოეწია. ეს ერთის მხრივ „იუვენტუსის“ გამოა, რომელმაც ბოლო 3 თამაშიდან 1 მოიგო, ხოლო მეორეს მხრივ „რომას“ დიდი ხნის წაუგებელი და ბევრი მოგებული მატჩის ბრალია.

„იუვენტუსი“ საშინაო წაგებას ძლივს გადაურჩა. მორატამ 95-ე წუთზე მაკრატელათი მისცა პასი, ვლაჰოვიჩმა თავით დაასრულა შეტევა და ქულა გადაარჩინა. მსაჯმა „ბოლონიას“ მატჩის მიწურულს 2 ფეხბურთელი გაუგდო, ერთი ბოლო იმედის ჯარიმისთვის, მეორე – კამათისთვის.
ახლა „ბებერი ქალბატონი“ „რომას“ პოტენციური 3 ქულით უსწრებს. თუმცა „რომას“ კალენდარზეც უნდა ვთქვათ. მოურინიოს ბიჭები ორშაბათს საღამოს ნეაპოლში თამაშობენ, არადა როგორ გინდა დაგეგმო ქულები, როდესაც „ნაპოლი“ საჩემპიონო მარათონშია ჩართული და წინა ტურში უადგილოდ უკვე წააგო. მოკლედ, უმნიშნელოვანესი თამაშია ნეაპოლში და არც ის დაგვავიწყდეს, რომ „რომას“ ამის შემდეგ ისევ ურთულესი გასვლა უწევს – ჟოზეს ყოფილ გუნდთან, „ინტერთან“.

„ინტერმა“ კი ზედიზედ მესამე მატჩი მშვიდად მოიგო და დაკარგული ქულებით კვლავ ლიდერია. „ნერაძური“ 2 ქულით კი ჩამორჩება თანაქალაქელ „მილანს“, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ისაა პირველზე. „მილანმა“ ორი ფრის შემდეგ გასავარდნად გამზადებულ „ჯენოას“ აჯობა და ახლა მეტოქეების ფეხის დაცდომას ელოდება.

„ნაპოლიზე“ კი ვთქვით, მაგრამ გავიმეოროთ, აუცილებლად უნდა მოუგოს „რომას“, რომ არ გამოაკლდეს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ალეგრი: „იუვენტუსი“ სეზონის დასაწყისში ასეთ მატჩს წააგებდა. ჭიქა ნახევრად სავსეა“.

„ინტერი“ ჩემპიონატში არ აგებს 7 მატჩია: 4 მოგება და 3 ფრე.

„მილანი“ გოლს არ უშვებს ზედიზედ 6 თამაშია. წაუგებელი სერია 11 მატჩამდე გაიზარდა.

პიოლი – მესამე მწვრთნელია „მილანის“ ისტორიაში, რომლის დროსაც გუნდმა ზედიზედ 6 თამაშში არ გაუშვა გოლი.

სერია ა – XXXIII ტური

სპეცია – ინტერი 1:3
მილანი – ჯენოა 2:0
კალიარი – სასუოლო 1:0
სამპდორია – სალერნიტანა 1:2
უდინეზე – ემპოლი 4:1
ფიორენტინა- ვენეცია 1:0
იუვენტუსი – ბოლონია 1:1
ლაციო – ტორინო 1:1

ორშაბათი, 18 აპრილი
ნაპოლი – რომა
ატალანტა – ვერონა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო პირველია ამ საუკუნეში: რითი?

რა ღირს რონალდოს ჰეთ-თრიქი… XXXIII ტური