საფეხბურძთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა.
“გიორგი ჭიაბრიშვილმა “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!” – წერს “ლოკომოტივის” ფეისბუქ გვერდი
გიორგი ჭიაბრიშვილი “რკინიგზელთა” გუნდს 2020 წელს ჩაუდგა სათავეში და ევროსარბიელზე ქართული ფეხბურთის ქომაგთათვის დაუვიწყარი გამარჯვებაც მოიპოვა. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა.
წლევანდელ სეზონში “ლოკომოტივმა” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა, ზედიზედ მეორე სეზონი დარჩა ევროტურნირებს მიღმა და ამასთანავე ჭიაბრიშვილის გუნდმა გავარდნილი “სამტრედიას” შემდეგ ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა.
42 წლის ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს “ზესტაფონში”, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივში” მუშაობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings