in ,

წარუმატებელი ხუთშაბათი დღე ქართველებისთვის, ჩაკვეს მაგარი მომენტი ჰქონდა

გუშინ კონფერენს და ევროპა ლიგის უამრავი მატჩი გაიმართა და ჩვენი ყურადღება ქართველთა გუნდებზე შევაჩეროთ.

საოცარი ბრძოლა გაიმართა “ვილიარელსა” და “ლეხს” შორის. მე-2 წუთზე სტუმრები დაწინარუდნენ, მაგრამ ყვითელმა წყალქვეშა ნავმა პირველივე ტაიმში 3 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში კი იშაქმა 2 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 89-ე წუთზე კოკლენმა მე-4 გოლი გაიტანა და “ვილიარეალმა” 4:3 გაიმარჯვა. ნიკა კვეკვესკირი ძირითადში იყო, ხოლო წიტაიშვილი 78-ე წუთზე ჩაერთო.

ბრატისლავას “სლოვანმა” ლიეტუვურ “ჟალგირისს” უმასპინძლა და გუნდები 0:0-ზე გაიყარნენ. კანკავას დისკვალიფიკაცია აქვს, კაშია ტრავმირებულია, ხოლო ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და ძალიან კარგი შანსიც ჰქონდა გოლის გასატანად, თუმცა მეკარემ აჯობა. ისე კი ეპიზოდი საგოლედ თავად აქცია, როდესაც რამდენიმე მცველს ოსტატურად დაუსხლტა, თუმცა გოლში თარგმნა არ გამოვიდა.

ოთო კიტეიშვილის “შტურმმა” კი “მიტდიულანდს” უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.

კვლავ თადარიგში იყო ლუკა გუგეშაშვილი და მისი “ყარაბაღი” სტუმრად 1:2 დამარცხდა ბუნდესლიგელ “ფრაიბურგთან”.

ირაკლი აზაროვის “ცრვენა ზვეზდამ” კი “მონაკოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში კვლავ ვერ ხვდება.

გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” 3:2 სძლია “ტრაბზონსპორს” და სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. ხარაიშვილს ძალიან დიდი ხანია უნგრულ გუნდში არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე-5 ადგილი წავაგეთ, ვიბრძოლებთ მეშვიდესთვის – ისევ მონტენეგრო

კვარაცხელია ევროპამაც შენიშნა: ხვიჩამ ევროპას ქართული სკოლა გაახსენა