საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და სლოვენიური შეკრების შემდეგ უნგერთში გადასულმა ჩვენმა გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩიც გამართა. ქალაქ კეჩკემეტში მასპინძელ უნგრეთს შევხვდით და 88:89 წავაგეთ.
მატჩამდე ილიას ზუროსმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შედეგს მნიშვნელობას არ ანიჭებს და მთავარი თამაშის ნიუანსების დახვეწაა – ტაქტიკა და დაცვა.
თუმცა უშუალოდ თამაში დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ გუნდები ჯერ ვერ არიან ოპტიმალურ ფორმაში და ხარისხიც უმაღლესი ვერ იყო.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მოგებაც შეიძლებოდა. ჩამორჩენაში მყოფმა ქარველებმა ბოლოსკენ გათანაბრებაც მოახერხეს, მაგრამ წუთშესვენებამ უნგრელებს უფრო არგო და ამის შემდეგ 5 ქულითაც დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო შეტევისთვის დრო გვრჩებოდა, როცა სამ ქულას ვაგებდით, მაგრამ უნგრელებმა სწორად გათვალეს – 6 წამით ადრე დაჯარიმდნენ და ორმა სროლამ მხოლოდ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.
ისე უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა 13 სამქულიანი ჩააგდეს, ფარი ძირითადად ჩვენი იყო. მოკლედ, გამოჩნდა, რომ სამუშაო ჯერ ბევრია, თუმცა ევრობასკეტამდე არის დროც და სხვა მატჩებიც.
მათ შორის დღეს, ისევ იქ და ისევ უნგრეთთან, ოღონდ ამ შეხვედრას ვერ ვნახავთ – დახურულია.
უნგრეთი – საქართველო 89:88
31-24, 16-18, 21-19, 21-27
საქართველო: მაკფადენი 4, ცინცაძე 5, სანაძე 16, შენგელია 19, შერმადინი 18. ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე 10, ბურჯანაძე 9, ბოქოლიშვილი 3, ბექაური 4, ლონდარიძე 4.
GIPHY App Key not set. Please check settings