in ,

ვინ არიან პრემიერლიგის ფავორიტები და ვინ გახდება ბომბარდირი

დღეს ინგლისის პრემიერლიგა იწყება, „კრისტალ პალასი“ „არსენალს“ თბილისის დროით 22:00 საათზე უმასპინძლებს.

“სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ პრემიერლიგის ფავორიტებზე აზრი გამოთქვა. 34 წლის არგენტინელის მოსაზრებით, ინგლისში დიდი კონკურენციაა.

„მჯერა, წელს პრემიერლიგა აჩვენებს, რომ მსოფლიოში კონკურენცის მხრივ უმაღლეს დონეზეა. ჩემი ფავორიტები არიან „სიტი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“. „არსენალსაც“ დავამატებდი. ლონდონური კლუბი კარგად გაძლიერდა და შესანიშნავად ითამაშა წინასასეზონოდ. ისინი წელს ხალხს აალაპარაკებენ“, – უთხრა აგუერომ Manchester Evening-ს.

არგენტინელმა გოლეადორმა ბომბარდირთა რბოლაში ფავორიტებზეც ისაუბრა:

„ჩემი ფავორიტები არიან: სტერლინგი, ჰოლანდი, სალაჰი და ჟესუსი. მაგრამ კეინი და სონიც ბომბარდირებში იქნებიან და მიზეზს ვერ ვხედავ იქ რატომ არ უნდა იყვნენ“.

თავად აგუერო 2014/15 წლების სეზონში 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხარაბაძე კვიპროსში მიდის

წავაგეთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – 88:89 უნგრეთთან