in

ასეთი ჯერ არ ყოფილა: ნახე ვის უნდა მუნდიალი ერთად

მსოფლიო ჩემპიონატი დღევანდელ დღეს ისეთ მასშტაბებზე გავიდა, რომ ძალიან რთული ხდება ერთმა ქვეყანამ მარტომ უმასპინძლოს. ამიტომაც თითქმის ვეღარ ვხვდებით ცალკეულ განაცხადებს და ქვეყნები ერთიანდებიან უდიდესი ფორუმის სამასპინძლოდ. ბუნებრივია, ასეთ დროს მთავარი გეოგრაფიული პრინციპია, მაგრამ… ის, რაც 2030 წლისთვის მოიფიქრეს მაინც ცოტა უცნაურად ჟღერს:

ეგვიპტე, საუდის არაბეთი და საბერძნეთი – მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთიანი განაცხადის შეტანას აპირებენ.

ამ ქვეყნების სპორტის მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და გეგმებზე ისაუბრეს. დეტალებიდან ის არის ცნობილი, რომ აპირებენ დიდი სტადიონი ააშენონ ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ელ-ალამაინში, სადაც, სავარაუდოდ, ფინალის ჩატარებას მოინდომებენ.

შეგახსენებთ, რომ 2030 წლის მუნდიალი ერთობლივად სურს ურუგვაი- არგენტინა-ჩილე-პარაგვაის. სამხრეთამერიკელების იმედი 100 წლის იუბილეა. მოგეხსენებათ, სულ პირველი მსოფლიო პირველობა 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა.

სამხრეთ ამერიკა მსოფლიოსთვის გაერთიანდა: 4 ქვეყანა მუნდიალის მასპინძლობას აპირებს

ბრძოლაში ევროპაც აპირებს მონაწილეობას: ესპანეთი და პორტუგალია ერთად მოსინჯავენ ძალებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წავაგეთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – 88:89 უნგრეთთან

საქართველომ მინუსები დაინახა: ზუროსი დაცვით უკმაყოფილოა – ვიდეოკომენტარები