in

ჩვენი ჯგუფი დამთავრდა, ნორვეგია ჩარჩა: ევროზე უკვე შვიდნი არიან

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ინტრიგა მოკვდა ჩვენს ჯგუფში: ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ორი ტურით ადრე ესპანეთმა და შოტლანდიამ მოიპოვეს.

ჯგუფში ჩარჩა ჰოლანდი და მისი ნორვეგია. ოსლოში ნორვეგიამ ფავორიტ ესპანეთს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. გადამწყვეტი გავის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა (49-ე წთ). ნორვეგიელებს რეალური საგოლე შანსი არც ჰქონიათ.

ჩვენი ჯგუფის გარდა სხვა გუნდებმაც გაინაღდეს ევრო 2024-ზე თამაში.
პარასკევს ეს საფრანგეთმა, ბელგიამ და პორტუგალიამ გააკეთეს.
ამ ტრიოს გარდა შოტლანდია-ესპანეთისა, დაემატა თურქეთიც.

ასე რომ, უკვე ცნობილია ევრო 2024-ის 7 მონაწილე. გერმანია (მასპინძელი), საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია და თურქეთი.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნდობა გავამართლოთ: მეგოლეების კომენტარები

ისტორიაში ყველაზე პატარა ძვირი ბიჭი