in

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენიდანაც გადაიტანეს

ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ფინალური მატჩი მიუნხენიდან სტამბოლში გადაიტანეს. ინფორმაციას ანატოლიის სააგენტო ავრცელებს.

როგორც იცით, ინგლისური გუნდების წლევანდელი ფინალი უეფამ სტამბოლიდან პორტოში გადაიტანა, რადგან თურქეთიდან ბრიტანეთში ნებისმიერმა ჩასულმა ადამიანმა 10 დღე კარანტინში უნდა გაიაროს და თან საკუთარი ხარჯით.

დადასტურდა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადაიტანეს – ინგლისური შეხვედრა პორტოშია

უეფამ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ 2023 წელს ფინალი სტამბოლში გაიმართება.

მანამდე კი დაგეგმილი იყო, რომ 2023 წლის ფინალი მიუნხენს უწევდა „ალიანს არენაზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თელავს გიორგი მიქაძე გაწვრთნის

დევიდ ბექჰემს სერიალ „მეგობრებში“ გადაიღებენ