ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა 2023 წლის სპორტსმენი „ეკიპის“ ვერსიით.
36 წლის სერბმა სამი „დიდი სლემი“ მოიგო და ATP-ს რეიტინგში წელიწადი პირველ ადგილზე დაამთავრა.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი „ჩემპიონების ჩემპიონი“ მეორედ გახდა და პირველად 2021 წლის შემდეგ.
L’Équipe-ის სრული სია ასეთია:
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი, 876 ქულა)
- ლეონ მარშანი (ცურვა, 361)
- მაქს ვერსტაპენი (ფორმულა 1, 348)
- ნოა ლაილსი (მძლეოსნობა, 315)
- სია კოლისი (რაგბი, 216)
- მარკ ოდერმატი (სამთხო თხილამურები, 197)
- იოჰანეს ბო (ბიატლონი, 155)
- ტადეი პოგაჩარი (ველოსპორტი, 151)
- მატიე ვან დერ პული (ველოსპორტი, 132)
- ერლინგ ჰოლანდი (ფეხბურთი, 130).
L’Équipe საუკეთესო სპორტსმენს 1946 წლიდან აჯილდოვებს საფრანგეთისთვის და 1975 წლიდან მთელი მსოფლიოსთვის.
რეიტინგი დგება ფარული ხმის მიცემით. თითოეული ჟურნალისტი 5 სპორტსმენს ასახელებს.
2012 წლიდან ჯილდოს ცალკე აძლევენ საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენს და ცალკე მსოფლიოში საუკეთესოს.
GIPHY App Key not set. Please check settings