in

ვიდეო: შენგელიამ ვირტუსს ბელგრადში, პარტიზანთან დაძაბული მატჩი მოაგებინა

ურთულეს ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ბელგრადში, ალეკსანდრ ნიკოლიჩის ულტრასებით გადავსებულ დარბაზში – ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბელგრადის პარტიზანთან ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებაში ქართველმა ფორვარდმაც დიდი წვლილი შეიტანა: მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, მეტოქეს დაცვაში სწორად რომ დაუდგა და შეტევითი ჯარიმა მიაღებინა. საბოლოოდ თოკოს ანგარიშზე 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დაფიქსირდა. 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი აუცდა.

16 ქულით „ვირტუსის“ ბომბარდირი დანიელი იფე ლუნდბერგი გახდა.

„ვირტუსს“ 12 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩი 30 იანვარს იტალიის ჩემპიონატში „პესაროს“ წინააღმდეგ ელის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონების ჩემპიონი: ჯოკოვიჩი წლის სპორტსმენია – ათეულში მარტო ერთი ფეხბურთელია

ვიდეო: შერმადინმა 2023 წელი გამარჯვებით დაასრულა