in

ჩელენჯ ქაფის უარი შავ ლომს

შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე ვერ იასპარეზებს. ინგლისური კლუბების “უორსტერის” და “უოსპსის” გაკოტრების შემდეგ, იყო საუბრები მათ ნაცვლად ტურნირში “რაგბი ევროპის სუპერთასის ორი საუკეთესო გუნდი – შავი ლომი და ლუზიტანუში ჩართულიყო, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორებმა ამაზე უარი განაცხადეს

ჯგუფში, რომელშიც ამ 2 გუნდს უნდა ეასპარეზა 8 გუნდიანი იქნება და ის გუნდები, რომლებსაც ტურში აღნიშნული ორი კლუბის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

შეგახსენებთ, შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში “ესპანურ კატილია იბერიანსს” უმასპინძლებს და ფინალში გასვლას შეეცდება.

ამ ტურნირის შემდეგ კი, პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი სამხრეთ ამერიკულ სუპერლიგაში ჩაერთვება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირვინგი მაგარ შარშია

მამარდაშვილის ტრანსფერი საუკეთესოა!