in

ირვინგი მაგარ შარშია

კაირი ირვინგმა ისევ “აურია”.”ბრუკლინ ნეთსის” გამთამაშებელმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმის ვიდეო -“ებრაელებიდან ზანგებამდე – გააღვიძეთ შავი ამერიკა”, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია როგორც გულშემატკივრებში, ასევე კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან.

“ნეთსის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით კაირი ირვინგი მინიმუმ 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი, პლიუს მოუწევს სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც…

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩენ ვცდილობდით დავკავშირებოდდით კაირის და აგვეხსნა მისთვის, რომ როგორი საზიანოა მისი მხრიდან ასეთი ტიპის ვიდეოების გაზიარება სოციალურ ქსელში. ვიდეო, რომელშიც აშკარად ასახულია ზიზღი ებრაელების მიმართ.

დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი იქნება თუ ირვინგი გამოვა და სახალხოდ აღიარებს თავის არასწორ საქციელს. იმედს ვიტოვებდით რომ ეს ასეც მოხდებოდა.

დღეს ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას კაირიმ არ დაგმო საკუთარი საქციელი და უბრალოდ თქვა, რომ ეს ფილმი მას არ გადაუღია.

ირვინგის ასეთი მიდგომა არ შეეფერება ჩვენს კლუბს, ტრადიციებს, აზროვნებას. სწორედ ამ მიზეზით კაირი დისკვალიფიცირებული იქნა მინიმუმ 5 მატჩით და დაუწესდა ფულადი ჯარიმის გადახდა” – ნათქვამია “ბრუკლინის” განცხადებაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრავმირებულთა 11-ეული მუნდიალს მიღმა…

ჩელენჯ ქაფის უარი შავ ლომს