გერმანულ “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გერმანიის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ჰამბურგი” საკუთარ მოედანზე “კარლსრუეს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში იმარჯვა.
ჩაკვეტაძე სასტარტო 11-ეულში იყო და გერმანულ კარიერაში პირველი საგოლე პასიც გააკეთა. შეხვედრის 52-ე წუთზე ჩაკიმ ბურთი ბრწყინვალედ ჩააწოდა, როგორც იტყვიან გლატცელს ზუსტად თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია. ჩაკვეტაძე 59-ე წუთზე შეცვალეს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს “ჰამბურგი მარცხს ისევ გლატცელმა გადაარჩინა.
დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქმე საფეხბურთო ლატარეამდე მივიდა, რომელშიც ჰამბურგელები უკეთესი იყვნენ და თასის 1/2 ფინალშიც გავიდნენ.
გიორგიმ მატჩის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
GIPHY App Key not set. Please check settings