საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ბელგიური “გენტის” ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მცირე მიკრო ტრავმის შემდეგ, ისევ მწყობრშია. მოგეხსენებათ, გიორგიმ იუპილერ ლიგაში “გენტის” ბოლო მატჩი გამოტოვა. კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე “პარტიზანთან” გასამართი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
გიორგი ჩაკვეტაძენ მიმდინარე სეზონში “გენტის” მაისურით ყველა ტურნირის 12 მატჩში ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.. ჩაკვეტაძემ გატანა ახლახან, ბელგიის თასზე მოახერხა და ეს ოფიციალურ მატჩში მისი პირველი გოლი იყო 928-დღიანი პაუზის შემდეგ.
“გენტი” კონფერენსლიგაზე შეხვედრას 4 ნოემბერს “პარტიზანის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings