in

ჩაკვეტაძე მეცში გადადის

ძალიან კარგი ამბავი: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი ლიგა 1-ში დაწინაურებული “მეცი“ იქნება, რომელშიც ჯერ კიდევ ირიცხება გიორგი მიქაუტაძე.

„მეცმა“ მოახერხა ბელგიურ „გენტთან“ შეთანხმება და ქართველი ფრანგულ კლუბში იჯარით ითამაშებს. სამომავლოდ შესაძლებელი იქნება გამოსყიდვაც.

ჩვენიანის საორიენტაციო ფასი დაახლოებით 2.5 მილიონ ევრომდე ადის.

მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩაკვეტაძემ „ქართულ“ „სლოვანში“ გაატარა (41 მატჩი, 1 გოლი, 9 პასი) და ახალი გუნდის ძიებაში იყო. მშვენიერი ვარიანტი გამოვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის ვარსკვლავები ფორმულა 1-ის გრან პრიზე: ფოტო

გოგონები ევროპას იწყებენ: სერბეთში სერბეთთან