in

გოგონები ევროპას იწყებენ: სერბეთში სერბეთთან

ისტორიული შეხვედრა – საქართველოს ფრენბურთის ასაკობრივი ნაკრების სპორტსმენები დაძაბული მატჩების სერიისთვის ემზადებიან. ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი ხვალ, 11 ივლის სერბეთში დაიწყება. საქართველო კი სწორედ სერბეთს მათივე მოედანზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფრენბურთის ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ისტორიული საგზური მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, საქართველო ჯგუფში რუმინეთის, ისრაელისა და ავსტრიის გუნდებს დაუპირისპირდა. პირველ ტურში ისრაელს მოუგო, შემდეგ რუმინეთთან დამარცხდა, თუმცა ავსტრიასთან გამარჯვებით დასრულებული თამაში დღეს იმის მიზეზია, რომ ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ახლა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

ვიყავით გუნდი და ამ გუნდმა საოცრება შეძლო: საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი მსგავსი მასშტაბის გამარჯვება. აქამდე საქართველოს ფრენბურთის ნაკრები არასდროს მოხვედრილა დიდი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე მეცში გადადის

რა არის ახალგაზრდა საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება და რა დააკლდა ოცნებამდე