საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 6 თვიანი იჯარით კარიერას გერმანულ “ჰამბურგში” გააგრძელებს.
22 წლის ქართველი ნახევარმცველი გერმანულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” თამაშის ინიციატორი გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
“ჰამბურგს” მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ, 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და საპლეი-ოფო ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ “ჰამბურგი” გასულ სეზონამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ბუნდესლიგა არასდროს ჰქონდა დატოვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings