ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის “ჰალ სიტი” “ქოვენთრის” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
ქართველის გუნდი უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდა. თავი სმოლვუდმა გამოიჩინა. 28-ე წუთზე კი, ლონგმენმა “ვეფხვების” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს არველაძისთვის მე-11 შეხვედრაში მე-3 გამარჯვებაა – 3 მოგება, 2 ფრე და 6 მარცხი. 38 ტურის შემდეგ, არველაძის გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას “ჰალ სიტი” “ლუტონის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings