თბილისის “დინამოს” ვეტერან ფეხბურთელს, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულს შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ხინჩაგაშვილს სახლში ესტუმრნენ და საპატიო მოქალაქის სიგელი გადასცეს.
შოთა ხინჩაგაშვილი რუსთავის “მეტალურგის” შემადგენლობაში 1968-69 წლებში თამაშობდა. “დინამოს” ღირსებას კი, 1970-82 წლებში იცავდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2001 წელს 1981 წლის ფინალურ მატჩში მონაწილე “დინამოს” სრულ შემადგენლობას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ.
გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა
GIPHY App Key not set. Please check settings