in

შოთა მიშველიძის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. დღეს ფიცარნაგზე -67 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის სპორტსმენები წარდგნენ. საქართველოს სახელით ორმა ძალოსანმა იასპარეზა შოთა მიშველიძემ და გოგა ჩხაიძემ.

ატაცში ორივე ქართველმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. გოგა ჩხეიძემ 131,134 და 137 კილოგრამიიანი შტანგა აწია და დისციპლინა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შოთა მიშველიძემ კი, 135,139, 142 კილოგრამი დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. შოთამ მეორე ადგილოსან ვალენტინ გენჩევს (ბულგარეთ( სამი კილოგრამით აჯობა. მესამე ადგილზე ესპანელი ანტონი ერნანდესი გავიდა 138 კილოგრამით.

რაც შეეხება აკვრას. გოგა ჩხაიძემ პირველ ცდაზე 155 კგ დაძლია, მეორე ცცდაზე კი მან 159 კილოგრამიანი შტანგაც აწია. მესამე ცდაზე კი, გოგას 163 კილოგრამიანი შტანგის დასაძლევად ძალიან ცოტა დააკლდა.

შოთა მიშველიძე აკვრაში პირველ ცდაზე 164 კილოგრამზე მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ წონის დაძლევა ვერ მოახერხა. მეორე ცდაზე მწვრთნელებმა ერთი კილოგრამი მოუმატეს და სამწუხაროდ შოთამ ვერც ამჯერად შეძლო წონის დაფიქსირება. მესამე ცდაზე შოთამ მაინც მოახერხა 165 კილოგრამიანი შტანგის დაფიქსირება და აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შოთამ ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საჰილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია

მე ვარ საქართველო – საქართველოს ახალი ჰიმნი აქვს