in

კიდევ ერთი მედალი მოსკოვიდან: ჩხეიძემ ბრინჯაო აიღო

კიდევ ერთი მედალი რუსეთიდან. მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 67 კგ-ში გათამაშდა. ჩვენგან ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე წარდგა. ატაცში ჩხაიძემ სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა – 134, 138, 140 დააფიქსირა და პირველ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

აკვრაში გოგამ 170 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მეორე შედეგი აჩვენა, ხოლო აკვრაში ბრინჯაოს დასჯერდა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. მადლობა ყველას ქომაგობისთვის. მინდა ქართველ ძალოსნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გამოდიან, წარმატებები ვუსურვო”, – თქვა გოგა ჩხეიძემ.

სამი დღის შემდეგ, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. გუშინ, ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ მოიტანა.

ვერცხლი მოსკოვიდან: შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონატზე მეორეა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აშშ-ს ღია პირველობაზე ჩოგბურთელებს პირსახოცს დრონით მიაწოდებენ

კვარაცხელია კალაძის გზაზე: ხვიჩას სანაცვლოდ რუბინი 19 მილიონს ითხოვს