in

შესნის საოცარი მატჩის მიუხედავად არგენტინამ გაიმარჯვა. კიდევ ორი 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა!

მესი ურტყამს საეჭვო პენალტს. მართლაც, ვოისცეხ შჩესნის “უხეშობის” გამო დანიშნულმა პენალტმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, მაგრამ…

მესი ურტყამს, მესიმ არც ძალა დააკლო და არც კუთხე, მაგრამ… შჩესნი ხელს უდიდეს ამპლიტუდაზე შლის და გოუთის დარტყმულს უკუაგდებს. 9 სეივი ჰქონდა პოლონელს, მხოლოდ პირველ ტაიმში! “იუვეს” მეკარემ ამ მუნდიალზე უკვე მეორე პენალტი მოიგერია!

შჩესნი მაგიურ ფორმაშია, პოლონელი ისაა, ვინც გილერმო ოჩოა გვეგონა, მაგრამ მისმა თავდადებულმა გამოსვლამ პოლონეთი მარცხისგან ვერ იხსნა. არგენტინამ 2:0 გაიმარჯვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ალექსის მაკკალისტერმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა, ხოლო ხულიან ალვარესმა მეორე ბურთი შეაგდო.

პოლონეთიც 1/8 ფინალშია – მექსიკამ საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა, მაგრამ ბურთების უკეთესი მაჩვენებლის გამო ევროპელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ჰო, როდესაც მექსიკა 2:0-ს იგებდა მაინც პოლონეთი გადიოდა, რადგან ყველა მაჩვენებელი თანაბარი იყო ევროპელებს კი მეტოქეზე ნაკლები ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული.

რაც შეეხება 19:00-ს შეხვედრებს. დიდიე დეშამმა შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა, რამაც ტუნისელებს ტკბილი გამარჯვების გემო გაასინჯა. ხაზრიმ მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ტუნისმა ბოლო წამებზე ინერვიულა, როდესაც გრიზმანის გოლი ვარმა გააუქმა.

პარალელურ მატჩში კი სოკერუსმა – ავსტრალიის ნაკრებმა დანია 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეტიუ ლექის გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.

მოკლედ, საფრანგეთი – პოლონეთი და არგენტინა – ავსტრალია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვასწავლიდნენ ქომაგობას: ყატარმა გულშემატკივრები იქირავა

კრიშტიანუმ ალ ნასრისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო!