საქართველოს ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “თოფაში” მინიმალური უპირატესობით 78:77 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
“შერმინატორი” “ლენოვო ტენერიფეს” სასტარტო ხუთეულში იყო და 23:55 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა, 1პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +21 იყო.
სერიის მეორე შეხვედრა 12 აპრილს თურქეთში შედგება. შეგახსენებთ, სერია 2 მოგებამდე გრძელდება.
GIPHY App Key not set. Please check settings