საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი მარცხით დაიწყო – ბელგიასთან გამუდმებით ჩამორჩენაში ვიყავით, მივუახლოვდებოდით და მეტოქე ისევ გვისწრებდა. ერთხელ მაინც მოხერხდა წინ გასვლა, მაგრამ მალევე ისევ ჩამოვრჩით. თამაში მოგეხსენებათ ფრედ დასრულდა და მეტოქემ ოვერტაიმში ბოლო წამებზე გვაჯობა.
მატჩის ჰაილაითებში ჩვენების ეპიზოდებიც მოხვდა. გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა მართლაც დასამახსოვრებელი ეპიზოდები შემოგვთავაზეს. გოგა ეფექტურად და ეფექტიანად აფარებდა, სანდრო კი ტენიდა. ამან განცვიფრებაში მოიყვანა უცხოელი კომენტატორებიც.
როგორ აალაპარაკა სანდრომ ქართულად ნახეთ ვიდეოში მე-14 წამზე და 1.39 წუთზე.
GIPHY App Key not set. Please check settings