in

ჩელსიმ ყველაზე მეტი დახარჯა, მანჩესტერმა საკუთარი რეკორდი დაამყარა

„ჩელსიმ“ პრემიერლიგის კლუბებს შორის ყველაზე მეტი დახარჯა ტრანსფერებზე.

ლონდონელებმა დაახლოებით 270 მლნ ფუნტი (312.5 მლნ ევრო) გაიღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ეს ისტორიაში მეორე მაჩვენებელია – ამაზე მეტი მარტო „რეალს“ დაუხარჯავს 2019 წელს (292 მლნ ფუნტი ან დაახლოებით 340 მლნ ევრო).

ლონდონელთა შემადგენლობას შეემატნენ რაჰიმ სტერლინგი, მარკ კუკურელია, უესლი ფოფანა, კარნი ჩუკვუემეკა, გაბრიელ სლონინა და პიერ-ემერიკ ობამეიანგი.

პრემიერლიგამ ისტორიის რეკორდი დაამყარა – 1.9 მილიარდი ტრანსფერებზე

ხარჯიანობით მეორე „მანჩესტერია“ – 214 მლნ ფუნტი ან თითქმის 250 მლნ ევრო. კლუბს შეუერთდნენ კაზემირო, ლისანდრო მარტინესი და ანტონი. უფასოდ მივიდა კრისტიან ერიქსენი. „მანჩესტერისთვის“ ეს ყველაზე ხარჯიანი ზაფხულია, ხოლო პრემიერლიგის კლუბებისთვის მეოთხე შედეგია.

სიაში მესამე „ვესტ ჰემია“ (163 მლნ ფუნტი / თითქმის 189 მლნ ევრო).

მერე მოდიან:

„ტოტენჰემი“ (152 მლნ ფუნტი / თითქმის 176 მლნ ევრო).
„ნოტინგემი“ (145 მლნ ფუნტი / თითქმის 168 მლნ ევრო).
„სიტი“ (125 მლნ ფუნტი / თითქმის 145 მლნ ევრო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე დიდი ტყუილი… კრიშტიანომ ფენერბაჰჩესთან პირობები შეათანხმა

შენი სა-ხელია სან-დრო მამუ-კელა-შვი-ლი… მამუკელაშვილმა ინგლისელი კომენტატორი ორჯერ გააგიჟა და ქართულად აალაპარაკა – ვიდეო