in

შენგელიას 15 ქულა ევროლიგაზე და ტურის სიმბოლური იტალიაში

ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ მე-10 ტურში „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 87:79 მოუგო.

ქართველი თავის გუნდში კვლავ ყველაზე შედეგიანი იყო. შენგელიამ 28:57 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 8 დან 5 ორქულიანი და 3 დან 1 სამქულიანი გამოიყენა. ასევე, საჯარიმოდან ორიდან ორივე ჩააგდო.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, „ვირტუსმა“ გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში მოახერხა, რომელიც 24:14 მოიგო.

10 ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონიას“ 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და მე-3 ადგილს იკავებს.

ვთქვათ ისიც, შენგელია იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
„ვირტუსმა“ „ბრეშა“ 88:76 დაამარცხა. თოკომ 26 წუთში 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა +35 შეადგინა.
ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ „ვირტუსი“ 7 მოგებით ლიდერია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამარჯვების გარდა სხვა ვერც წარმომიდგენია: საქართველო ერთა ლიგის ფინალს სახლში ითამაშებს

დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა: საბერძნეთს ფინალი სტუმრად არ უნდა