in

შენგელია ევროლიგაში ისევ MVP-ია: თოკომ ვირტუსს ბაიერნთან მოაგებინა

2024 წელი თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მოპოვებული გამარჯვებითა და ამ მატჩის MVP-ის ტიტულით დაასრულა. ვირტუსმა ევროლიგის მე-18 ურში ბოლონიაში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ქართველი ფორვარდის დიდი დახმარებით 85;83 გაიმარჯვა.

ბაიერნი პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულით იგებდა (46:42), მესამე პერიოდი ფრედ დასრულდა (23:23), ხოლო ბოლო მეოთხედში ვირტუს ბოლონიამ მეტოქეს 6 ქულით აჯობა და ევროლიგაში მე-13 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ვირტუს ბოლონიამ საშინაო არენაზე ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 31:43 წუთი გაატარა. თორნიკემ 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მან 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და შეხვედრის MVP-ს ტიტულიც მოიპოვა.

ვირტუსმა ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩი მოიგო და 18-გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილზეა. მათი მეტოქე მე-19 ტურში ბერლინის ალბა იქნება, რომელთანაც ვირტუს ბოლონია სტუმრად ითამაშებს. შეხვედრა 5 იანვარს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორი გამოვიდა 2023 წლის პრემიერლიგის ნაკრები

სერია A-ში მეოთხე ქართველი ითამაშებს: გოგლიჩიძე ემპოლიში მიდის