in ,

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ…

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქართულ მედია საშუალებებში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება.

ამ ყველაფრის დასაზუსტებლად ჩვენ ახალგაზრდა ქართველი მეკარის მენეჯერს ლევან სეთურიძეს დავუკავშირდით. მენეჯერის თქმით, “ვალენსიას” მამარდაშვილი ჯერ არ გამოუსყიდია. საქმე იმაშია, რომ “ღამურებს” ლა ლიგის განაცხადი უკვე შევსებული აქვთ და ახალ ფეხბურთელს მანამდე ვერ დაარეგისტრირებენ, სანამ ვინმე კლუბს არ დატოვებს. აქედან გამომდინარე, კლუბთან შეთანხმება მიღწეულია, ფეხბურთელიც თანახმაა, მაგრამ მხარეები ოფიციალურ ხელშეკრულებას ივნისში გააფორმებენ და “ვალენსია” თბილისის “დინამოს” მილიონ ევროს გადაუხდის.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და ამ გუნდის მაისურით ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვეკვესკირის და კაკაბაძის ბრწყინვალე გოლები პოლონეთში: მიქელთაძემაც მაგარი შეაგდო

გერმანიის ნახევარი მორჩა – XVII ტური