ძალიან დასანანი მარცხი იწვნია “საბურთალომ” კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე. ჩვენმა გუნდმა 0:2 ამოუქაჩა სტუმრად “სტიაუას” და დაახლოებით 15 წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, მაგრამ მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, ბოლოს კი პენალტიც გაიტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ (4:2).
საბურთალოც გამოვარდა და საქართველო უევროპოდ დარჩა: არადა, გასვლა შეიძლებოდა
მატჩი შეაფასა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ:
“პირველ რიგში ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს: პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია, მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გვმართებდა გოლის გატანა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით.
მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ალბათ უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია, მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings