დონეცკის „შახტარმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგაზე „ანტვერპენს“ ჰამბურგში უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
გიორგი გოჩოლეიშვილი (ყვითელი ბართი მიიღო) და ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს.
55-ე წუთზე აზაროვს გატანა შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს სიახლოვიდან მისი ძლიერად დარტყმული ჯერ „ანტვერპენის“ მეკარეს შეეხო და შემდეგ ხარიხას მოხვდა.
ჩვენიანების შეფასებები ასეთია:
Whoscored: აზაროვი – 7.7; გოჩოლეიშვილი – 6.7.
Sofascore: აზაროვი – 7.7; გოჩოლეიშვილი – 6.6.
Flashscore: აზაროვი – 7.6; გოჩოლეიშვილი – 7.1.
H ჯგუფში „შახტარმა“ 9 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა. პლეი-ოფში გასასვლელად 14 დეკემბერს, ბოლო ტურში სტუმრად „პორტოს“ დამარცხება სჭირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings