საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის წყალობით 4:0 დაამარცხა კვიპროსი და ევრო 2024-ის შესარჩევში მეორე გამარჯვება მოიპოვა. თამაში გოლების ავტორებმა შეაფასეს:
როგორ შეაფასეს ჩვენები: საუკეთესოდ კვარაცხელია აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია:
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. მით უმეტეს, როდესაც გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, რომ ისინი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთხელ გავახარო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, რომელსაც მიუხედავად სექტემბრის ცუდი შედეგებისა, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა სტადიონზე და ჩვენი სჯერა. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“.
ლევან შენგელია:
„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლის გატანა. თუმცა, ეს გოლი მთელი გუნდის დამსახურებაა. მიხარია, რომ შევძელით გულშემატკივარი გაგვეხარებინა“.
ოთარ კიტეიშვილი:
„ნაკრების მაისურით გატანილი გოლი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ემოციურია. იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთხელ შევძლებ გავახარო გულშემატკივარი. სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ვფიქრობ, გვჭირდებოდა ასეთი გამარჯვება და მოწინააღმდეგის დიდი ანგარიშით დამარცხება. ეს ამხანაგურ შეხვედრაშიც მოვახერხეთ, მაგრამ ოფიციალურ მატჩს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ამ გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. მარტში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და ეს თამაშებიც მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები“.
GIPHY App Key not set. Please check settings