საქართველოს ნაკრების და ნიქოზიის “აპოელის” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ერთ თვეს იუქმებს. კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მას ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა.
ქვილითაიამ შეხვედრა გასულ ტურში “ანორთოსის” წინააღმდეგ მატჩისას მიიღო და მე-19 წუთზე იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. აღნიშნული შეხვედრა “ანორთოსისის” დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში “აპოელის” მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings