in ,

შეხედე და დააკვირდი კვარაცხელიას: ვინც გაწვრთნა, გარანტიას იძლევა…

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური რადიოს ვებგვერდიც ადასტურებს და კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროვებს. მათი ცნობით, ნეაპოლურ გუნდსა და ქართველ ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. “ნაპოლი” კვარაცხელიას ტრანსფერში 10 მილიონ ევროს გადაიხდის და ქართველი შემტევი ხელფასის სახით წელიწადში მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიური La Gazzeta Dello Sport მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ესაუბრა, რომელიც მოსკოვური გუნდის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნიდა.

“რუსული ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია გაწვრთნა, გარანტიას იძლევა, რომ ქართველი ფეხბურთელი მზადაა ასეთ გუნდში სათამაშოდ”, – წერს გამოცემა.

“საოცარი დრიბლინგი და კრეატიულობა. ის რჩება მარცხნივ, შემდეგ აკეთებს ფოკუსირებას და არტყამს. როდესაც მოედანზე, ყოველთვის რაღაცას ელი მისგან”, – თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში 2018-19 წლებში თამაშობდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ისევ ტურის სიმბოლურშია

ქვილითაიას მოტეხილობა აქვს და მინიმუმ ერთი თვე გაუცდება