in ,

ქვილითაიას გოლი და საგოლე პასი შეწყვეტილ და ხელახლა ჩატარებულ მატჩში

ქვეყნების უმრავლესობაში საფეხბურთო ჩემპიონატები საახალწლო არდადეგებზეა გასული და ქართველ ლეგიონერებსაც დასვენების საშუალება მიეცათ, თუმცა ამ შაბათ კვირას ერთი ქართველის ბრწყინვალე თამაშის ნახვის საშუალება მაინც მოგვეცა.

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ქართველების “აპოელი” “ომონიას” დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ეს მატჩი შეწყვეტილი იყო, რომელიც ძლიერი ნისლის გამო მე-17 წუთზე შეჩერდა და გადადებული შეხვედრა გუშინ გაიმართა.

გიორგი ქვილითაიამ თავი გატანილი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

ეს ჩვენიანისთვის “აპოელის” მაისურით მიმდინარე სეზონში გატანილი მე-4 გოლია.
მურთაზ დაუშვილი მოედანზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გამოვიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთში რეგრესს არ განვიცდი: ხვიჩა აგენტს ენდობა

ბარსელონა მესის მაისურებს ყიდის