in

ქეცბაია აპირებს საქართველოს სივრცე შეუზღუდოს: ფავორიტები არც ჩვენ ვართ და არც საქართველო

დღეს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევის მეორე შეხვედრაში ქართველი თემურ ქეცბაიას კვიპროსს ეთამაშება ლარნაკაში. მატჩის წინ მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ამ შემთხვევაში ჩვენი ვიზავი თემურ ქეცბაია მეტოქეს აქებს, მომავლის გუნდს უწოდებს და იცის როგორ უნდა ეთამაშოს წარმატების შანსი რომ ჰქონდეს.

მიზანი გამარჯვებაა: ქეცბაია რითი უნდა გავაკვირვო – სანიოლი შეკრებით კმაყოფილია

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: წარმატებული სეზონის გამო ბიჭები ხასიათზე არიან

თემურ ქეცბაია:

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის. ამ შედეგით გამოჩნდება დარჩენილ ნაწილში გუნდები რა შედეგისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდული გუნდი, მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრია მოთამაშე, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა.
საქართველოს ნაკრებს ჰყავს ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ბევრი მოთამაშე, ისეთები, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

მათ კომპაქტურად უნდა ვეთამაშოთ და ბევრი სივრცე არ მივცეთ. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები თავიდან ბოლომდე. მათ სივრცე არ უნდა გავუხსნათ, რადგან ჰყავთ კარგი დრიბლიორები, რომლებიც ბოლო ფაზაში კარგად თამაშობენ. უნდა ვიყოთ ფრთხილად, კონცენტრირებულები, რგოლებმა ერთმანეთთან ახლოს უნდა ითამაშონ, ხოლო სადაც შეგვიძლია, აგრესიულად შევუტიოთ.

ახლა, მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ. არც ჩვენ და არც საქართველო არ ვართ ფავორიტები, ფავორიტები სხვები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ.

საქართველოს ნაკრებთან ვერაფერს მივაღწიე და თუ მინდა, კვიპროსის ნაკრებთან რაღაც დავამტკიცო? ამ თამაშს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რისი დამტკიცებაც მინდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა. ახლა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ. მერჩივნა, ერთ ჯგუფში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ“.

კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ლარნაკას „აეკ არენაზე“ დღეს, 17 ივნისს გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას ვირტუსმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა

ბითაძეს მუშაობა მოუწევს, მამუკელაშვილს თავისი როლი ექნება