in

ქეცბაიამ ფეხბურთელებს წაგება კიდევ ერთხელ გადააბრალა

გამოცემა Sigmalive-ში გამოქვეყნებულ წერილში საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:4) გამო, კვიპროსელების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გააკრიტიკეს. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ კვიპროსელების კარგად ორგანიზებული თამაშის მიუხედავად, „ჯვაროსნებმა“ კლასში უპირატესობის ხარჯზე მოიგეს, რაც ქართველი მწვრთნელის ბრალი არ არის.

„გვირაბში არც შუქია და არც სინათლის სხივი, რომელსაც ჩვენ დავინახავთ!

საქართველოსთან მატჩში თემურ ქეცბაიას შეეძლო რაღაც შეეცვალა და სხვაობა ამით შეექმნა. თუმცა, მან კვლავ გადაწყვიტა რვა მცველით ეთამაშა. შედეგად, ნორვეგიის ნაკრებთან 0:4 მარცხის შემდეგ, რამდენიმე დღეში იგივე ანგარიშით საქართველოსთანაც დავმარცხდით.

ქართველ მწვრთნელს ჰქონდა შანსი ეჩვენებინა, რომ კვიპროსულ ფეხბურთში არის სიცოცხლე და რაღაც ახალი, უჩვეულო. სამწუხაროდ, ჩვენი ყველა იმედი, რომ რაღაც სხვას ვნახავდით, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაქრა. ქეცბაიამ მიიჩნია, რომ თავდასხმის პრობლემა მოგვარდებოდა, თუ შემტევ მოთამაშეებს დაცვითი სტილის ფეხბურთელებით ჩაანაცვლებდა.

საქართველოს სისუსტი თამაშის შემხედვარე, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, ვერ ვიტყვით, რომ კვიპროსს საფრთხის შექმნა არ შეეძლო. თუმცა, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ წაგების ფეხბურთელებზე გადაბრალება, თითქოს ისინი არ დარბოდნენ და მწვრთნელი ხაზს უსვამდა პირველ ტაიმში კარგ თამაშს, თითქოს მატჩი მხოლოდ 45 წუთი გრძელდება.

როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა და თავად მწვრთნელი აღარ შთააგონებენ ფეხბურთელებს. ეს ეხება მათ ფსიქოლოგიაზე მუშაობას, სათამაშო გეგმას და სისტემას, რომელსაც მწვრთნელი ირჩევს და ცდილობს, მოთამაშები მოარგოს. ფეხბურთელების ამპლუის შეცვლაც აშკარად ცუდად აისახა მათი თამაშის ხარისხზე. მესის ცენტრალური მცველის პოზიციაზე თუ დააყენებ, ალბათ კარგად ვერც ის ითამაშებს.

სამწუხაროდ, დიდი ნდობა დაიკარგა, რადგან სტატისტიკა მეტყველებს, რომ თემურ ქეცბაიამ სხვა მწვრთნელებზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწია. ფედერაცია ვალდებულია, რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან გიბრალტართან (ერთა ლიგის პლეიოფში) ორი გამარჯვებაც ვერ შეცვლის ვითარებას, დამატებით ესპანეთთან კიდევ ერთი მძიმე მარცხის რისკი არსებობს. გულშემატკივრებს კი კვიპროსის ყოველი მარცხი წარმოუდგენელ ტკივილს აყენებს.

შეცდომების დაშვება გასაკვირი არ არის, არც აღიარებაა ცუდი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ასე იზრდება, მაგრამ არასწორია რაღაცის დაჟინება და ამის გაგრძელება, როდესაც შედეგი არ ჩანს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე 9: ვინ გაინაღდა ევროპა

მისი ყველაზე ლამაზი გოლი: გაძეტა დელო სპორტი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა