in

უკვე 9: ვინ გაინაღდა ევროპა

რამდენიმე დღეზე გადანაწილებული ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მე-8 ტური დასრულდა. თანდათან ცნობილი ხდებოდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებმაც გაინაღდეს გერმანიის საგზური. ინგლისი ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე,
სერბეთი ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა, ცალი ფეხით გასულია. აი იტალაის კი დიდი ბრძოლა მოუწევს უკრაინასთან, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

ნოემბერში გასამართი ბოლო ორი ტურის წინ, ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატის ცხრა მონაწილე:

გერმანია (მასპინძელი)
ბელგია
საფრანგეთი
პორტუგალია
ესპანეთი
შოტლანდია
თურქეთი
ავსტრია
ინგლისი

დარჩენილი ორი ტური 16-21 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი იქნება ფინალური ტურნირის 21 მონაწილე. დარჩენილი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა. ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს. სწორედ აქ მონაწილეობს საქართველოს ნაკრებიც და ჩვენი იმედებიც ამ ორ შეხვედრას უკავშირდება.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას 2 დეკემბერს ჰამბურგი უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თამაში: რამაზ სვანაძე მომდევნო წელს უკეთეს გუნდს ელოდება

ქეცბაიამ ფეხბურთელებს წაგება კიდევ ერთხელ გადააბრალა