in

ქარის თასის სადებიუტო მატჩში შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია

შავი ლომი’ ქარის თასზე სადებიუტო შეხვედრას შაბათს, 2 აპრილს, საქართველოს დროით 16 საათზე ზიმბაბვეს ‘გოსჰოქსთან’ გამართავს.

დებიუტი 26 მარტს, კენიის ‘სიმბასთან’ უნდა შემდგარიყო, თუმცა კენიელები სამხრეთ აფრიკაში დროულად ვერ ჩავიდნენ.

მომავალი მატჩი ქეიფთაუნში, „ვილაჯერიზე“ გაიმართება და ის ქარის თასზე ზიმბაბველთათვისაც სადებიუტო იქნება.

‘გოსჰოქსი’ ზიმბაბვეს ნაკრების საბაზო გუნდია, რომელიც ეროვნული, 7-კაცა და ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ქარის თასს აფრიკელები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებელ ტურნირად განიხილავენ, რომელიც ივლისში გაიმართება.

‘გოსჰოქსი’ სამხრეთ აფრიკაში 21 მარტიდან ემზადება და გასულ შაბათს ‘კავალიერსთან’ ამხანაგური, გასახურებელი მატჩი გამართა. ზიმბაბველებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს, 4 გაუშვეს და გამარჯვება მოიპოვეს, ‘შავ ლომთან’ კი მძიმე და ძალისმიერი თამაშის მოლოდინში არიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი, 1989 წელს სწორედ ზიმბაბვესთან გამართა (ქუთაისში) და მეტოქე 16:3 დაამარცხა.

‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში სამ ეტაპად ჩავიდა. 18 მარტს იქ გუნდი 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, 23-ში მათ 8 ბორჯღალოსანი შეუერთდა, 29 მარტს კი გუნდს რუსთავის ‘ხარების’ კვაჭი ლევან ჭავჭავაძე დაემატა.

პირველ ორ შეხვედრაში გუნდს ლადო კილასონია უხელმძღვანელებს და სადებიუტო მატჩისთვის მან 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გოგა ქადარია და ნიკა პატარაია. მარქაფაში არიან ლევან ჭავჭავაძე, მიხეილ ორაგველიძე და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში თამაშს იწყებენ ლაშა ჯაიანი და მიხეილ ბაბუნაშვილი, შეცვლაზე კი ნოდარ ჭეიშვილს ვიხილავთ. მესამე ხაზში არიან გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური და ლუკა ივანიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთს სანდრო მამამთავრიშვილი შეცვლის.

9-10 ნომერზე ძირითადში არიან გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი, ცენტრში გურამ ქანდაურაშვილის და დემურ თაფლაძის წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე თამაშს თემურ ჭიჭინაძე და სანდრო სვანიძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი მირიან მოდებაძეა. ხაზში შეცვლაზე ვიხილავთ თენგიზ პერანიძეს, ლუკა მატკავას და შალვა აფციაურს.

შემადგენლობაში 10 ბორჯღალოსანია და მათგან 6-ს 10-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი – მოდებაძე, თაფლაძე, ბეგაძე, ჯაიანი, თხილაიშვილი და ჭეიშვილი.

განაცხადში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აქამდე ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში არ უთამაშია – თხილაიშვილი, ჭიჭინაძე, ჭავჭავაძე და შალვა აფციაური

ქარის თასი. ტური. 2 აპრილი

ქეიფთაუნi. ვილაჯერი (16 საათი საქ. დრო)

გოსჰოქსი – შავი ლომი

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ლაშა ჯაიანი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ნიკო აფციაური (კაპ), 8. ლუკა ივანიშვილი

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. შალვა აფციაური

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრენკამპი შესაძლოა ზუროსთან აღმოჩნდეს

კვარაცხელია ივნისში ნაპოლის ფეხბურთელი გახდება-ნაპოლის ოფიციალური რადიო