“ტორპედოს” ფან-კლუბის “ჯუნგლების” ინფორმაციით, 28 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პედრო მონტეირო “ტორპედოში” განაგრძობს.
მონტეირუს არაერთ პორტუგალიურ კლუბში უთამაშია. ის “ფრეამუნდეს”, “ეშტორილის”, “ფერეირას”, აკადემიკა ვიზეუს”, ასევე ბრაგას წევრი იყო და ამ უკანასკნელთან ერთად პორტუგალიის თასიც მოიგო.
გასულ სეზონში პედრუ პორტუგალიის მე-2 ლიგის ბინადარ “აკადემიკა ვიზეუში” ასპარეზობდა, სადაც 31 შეხვედრა ჩაატარა.
რაც შეეხება დავით სამურკასოვს, ნიჭიერმა ქართველმა ნახევარმცველმა „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას საბერძნეთის „ეპისკოპიში“ განარძობს, რომელიც მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 24 წლის სამურკასოვმა 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
GIPHY App Key not set. Please check settings