ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა.
36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.
31 ივლისს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აბრამიანის ორგანიზმშია სამი აკრძალული სტეროიდი – დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი.
GIPHY App Key not set. Please check settings