შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნები. ამ წყვილებში გამარჯვებულები გავლენ ევროპის ლიგის მერვედფინალში. ან ტურნირზე ორი “ქართული” გუნდია. ლუკა გუგეშაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მოლეულ “ბრაგას” შეხვდება, ხოლო გოჩოლეიშვილ-აზაროვის “შახტარს” ფრანგული “მარსელი” შეხვდა, რომელიც ჯგუფში მიქაუტაძის “აიაქსთან” იყო.
პლეი ოფის წყვილები ასე გამოიყურება:
ფეიენოორდი (ნიდერლანდები) – რომა (იტალია)
მილანი (იტალია) – რენი (საფრანგეთი)
ლანსი (საფრანგეთი) – ფრაიბურგი (გერმანია)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) – სპორტინგი (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია) – ტულუზა (საფრანგეთი)
ბრაგა (პორტუგალია) – ყარაბახი (აზერბაიჯანი)
გალათასარაი (თურქეთი) – სპარტა (ჩეხეთი)
შახტარი (უკრაინა) – მარსელი (საფრანგეთი)
პლეი ოფის პირველი მატჩები 15 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები – 22 თებერვალს.
ამ წყვილებში გამარჯვებულები 1/8 ფინალში შეხვდებიან ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნებს:
ატალანტა (იტალია)
ბრაიტონი (ინგლისი)
ლევერკუზენი (გერმანია)
ლივერპული (ინგლისი)
რეინჯერსი (შოტლანდია)
სლავია (ჩეხეთი)
ვილიარეალი (ესპანეთი)
ვესტ ჰემი (ინგლისი)
1/8 ფინალის წილისყრა 23 თებერვალს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings