ხუთშაბათი მეორეხარისხოვანი ევროპული ტურნირების დღეა. ქართველების სულ ორი გუნდია დარჩენილი, ისიც კონფერენს ლიგაზე.
პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანმა“ სტუმრად „ბაზელთან“ ფრე ითამაშა – 2:2, ხოლო „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე „იურგორდენს“ 2:0 მოუგო.
„სლოვანში“ შეუცვლელად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებული იყო.
ბაზელი – სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზეკირი (40), 2:2 აბუბაკარი (70)
„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე” “იურგორდენი” 2:0 დაამარცხა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოები იყვნენ.
ლეხი – იურგორდენი 2:0
გოლები: 1:0 მილიჩი (39), 2:0 მარხვინსკი (82)
საპასუხო მატჩები 16 მარტს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings