საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ჯაბა კანკავას და მოქმედი კაპიტნის გურამ კაშიას “სლოვანი”, რომელიც ოფიციალურად სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, სეზონში მეორე ტიტულთანაც ახლოსაა.
“სლოვანმა” სლოვაკეთის თასის განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში “ტრენჩინი” 2:1 დაამარცხა (პირველი მატჩი 0:0 იყო დამთავრებული) და ბრატისლაველები თასის ფინალში გავიდნენ.
კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. კაშია კი, სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
ვლადიმირ ვაისის “სლოვანი” თასის ფინალში “სენიცასა” და “სპარტაკ ტრნავას” შორის საუკეთესოს შეხვდება.
“სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონატში 67 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილოსან “რუჟომბეროკს” 14 ქულით უსწრებს და ჩემპიონობაც განაღდებული აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings