in

ქალბატონი არჩევანის წინაშე: იუვენტუსს სერია ა-დან გააგდებენ თუ სუპერლიგიდან არ გამოვა

ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ს მონაწილეთა რიცხვიდან გარიცხავენ, თუ კლუბი სუპერლიგიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა.

„წესები მარტივია. თუ „იუვენტუსი“ ახალი სეზონის სტარტისთვის ისევ იქნება სუპერლიგის ნაწილი, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს სერია ა-ში. გულშემატკივრების გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ წესები წესებია და ის ყველასთვის ერთია. იმედი მაქვს ეს წინააღმდეგობა მალე დასრულდება“, – თქვა გრავინამ ნეაპოლურ რადიოსადგურ Kiss Kiss-ის ეთერში.

ევროპის 12 დიდი კლუბის მიერ სუპერლიგის შექმნის თაბაზე 19 აპრილის ღამეს გამოცხადდა, უკვე 20-ის საღამოს პროექტმა კრახი განიცადა. „ბებერი ქალბატონის“ ბოსი ანდრეა ანიელი სუპერლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

„იუვენტუსი“ იტალიის ყველაზე ტიტულიანი გუნდია. ტურინელებს სერია ა სარეკორდო, 36-ჯერ აქვთ მოგებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირლო მიდის, ფლიკი მოდის: გერმანიამ მწვრთნელი იშოვა, იუვენტუსი მოძებნის

რონალდომ ვარჯიში გამოტოვა, ის ფერარის ქარხანაში წავიდა