in

ქალაქელები: ჰოლანდი და გვარდიოლა წლის საუკეთესოები არიან – უეფამ ჯილდოები ჩამოარიგა

უეფამ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გამართა, რის შემდეგაც წლის საუკეთესოები დაასახელა და დააჯილდოვა.

ერლინგ ჰოლანდი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.
„სიტის“ 23 წლის თავდამსხმელს კონკურენციას უწევდნენ თანაკლუბელი კევინ დე ბრუინი და ლიონელ მესი (პსჟ).

გასულ სეზონში ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 12 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირი გახდა.

ჰოლანდი: „ზოგჯერ გვარდიოლა საშიშად გამოიყურება, როგორც მამაჩემი. მაგრამ მე მომწონს, როდესაც პეპი მიყვირის, მას უნდა უკეთესი გამხადოს“.

ჰოლანდის გარდა ცერემონიაზე ყურადღება მისმა მეგობარმა გოგონამაც მიიპყრო. იზაბელ იოჰანსენს კამერებმა თვალი ვერ მოსწყვიტეს.

საუკეთესო მწვრთნელი „სიტის“ თავკაცი და ჰოლანდივით ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ყველაფრის მომგები პეპ გვარდიოლა გახდა. მან „ინტერის“ სიმონე ინძაგის და „ნაპოლის“ ლუჩანო სპალეტის აჯობა.
გვარდიოლამ ახლახან ოპერაცია გაიკეთა და ცერემონიას ვერ დაესწრო.

რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს, წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთისა ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელი აიტანა ბონმატი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ნიდერლანდელი დამრიგებელი სარინა ვიგმანი.

გარდა ამისა, უეფამ დააჯილდოვა ვეტერანი გერმანელი მიროსლავ კლოზე, რომელსაც პრეზიდენტის პრიზი გადასცეს ფეარ-პლეის პრინციპების დაცვისთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია: ჩვენებიც არიან

საქართველომ გერმანიასთან ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით წააგო