in

ფოტო: ფანებმა მსაჯის მანქანა დაწვეს

ბოსნია-ჰერცოგონივას ჩემპიონატის მე-10 ტურში „ველეჟმა“ ბანი-ლუკას „ბორაცი“ მიიღო. მატჩი „ველეჟის“ გულშემატკივრებმა გააფუჭეს.

თამაშის მსვლელობისას მთავარმა მსაჯმა საბრია ტოპალოვიჩმა, გულშემატკივრების აზრით, შეცდომები დაუშვა, რამაც ანგარიშზეც იმოქმედა. „ბორაცის“ მეორე გოლის შემდეგ თამაში შეწყდა, რადგან განრისხებული „ველეჟის“ ფანები მინდორზე შევარდნენ. თუმცა ამით არ დაკმაყოფილდნენ.

მატჩის შემდეგ დაუდგენელმა პირებმა გვირაბში გზა გადაუჭრეს ავტომანქანს, რომლითაც ტოპალოვიჩი დაფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები ბრუნდებოდნენ. მათ მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და სალონში პიროტექნიკა შეაგდეს. დაშავდა მატჩის ინსპექტორი ადნან ალისპახიჩი.

მატჩი 2:0 დასრულდა „ბორაცის“ სასრგებლოდ, თუმცა „ველეჟს“ ტექნიკურ იწაგება ჩაეთვალა 0:3, სტადიონი კი გაურკვეველი ვადით დისკვალიფიცირებულია.

კლუბის ხელმძღვანელებს შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოჩაღ შერმადინი: გიომ ყოფილ გუნდს 19 ქულა ჩაუგდო

გორგოძე ბრაზილიელ მეწყვილესთან ერთად ვალენსიის ტურნირის ფინალშია